შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
ბათუმი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. მე-10 საიუბილეი სეზონი გრანდიოზული კონცეტით გაიხსნა. ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა კლასიკური მუსიკის შედევრები შეასრულეს. დღეს მსმენელის წინაშე მსოფლიოში ცნობილი უკრაინელი პიანისტი ანა ფედოროვა წარდგება. ფესტივალს 8 ოქტომბერს ანსამბლი „ერისიონი“ დახურავს. ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტები ყოველ დღე გაიმართება, პროგრამა მრავალფეროვანია. იგეგმება საქველმოქმედო კონცერტიც.