მეუფე შიოს წიგნის პრეზენტაცია
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ასახავს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებას. წიგნი გამოიცა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინსიტრი დაესწრო.