არჩევნების შედეგები სლოვაკეთში
სლოვაკეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს. ექსპრემიერ ფიცოს პარტიამ ხმათა 23,3% მიიღო. მეორე ადგილზე 16,8 %-ით ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთია,“ მესამე პოზიციას კი 15%-ით პარტია „ჰლასი“ იკავებს. „სოციალ დემოკრატების“ ლიდერი რობერტ ფიცო რადიკალური ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრეა. მთავრობის ფორმირებისთვის „სოციალ დემოკრატებს მანდატები“ არ ეყოფათ, რის გამოც მათ კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყება მოუწევთ.
