„ქართული ოცნების“ 11 წელი
ზუსტად 11 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება დაამარცხა და ქვეყნის მმართველობაში მოვიდა. ეს იყო პირველი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ამას წინ უძღოდა მრავალწლიანი პოლიტიკური დაპირისპირებები იმდროინდელ ხელისუფლებასთან. არჩევნების შედეგები აღიარა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ისე მისმა მონაწილე ყველა მხარემ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
