თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით რიყის პარკში, ორბელიანის მოედანზე და აბანოთუბანში საარჩევნო იმიტირებული კენჭისყრისთვის სპეციალური კუთხეები მოეწყო. მოქალაქეები პირადად ეცნობოდნენ როგორ მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიები, ასევე ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატები. მოქალაქეებმა იმიტირებულ არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა.
