არჩევნები სლოვაკეთში - ეგზიტპოლის მონაცემები
სლოვაკეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში სოციალ დემოკრატები ლიდერობენ. ეგზიტპოლის მონაცემებით, ექსპრემიერ ფიცოს პარტიას ხმათა 23,3% აქვს. მეორე ადგილზე 16,8%-ით ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთია,“ მესამე პოზიციას კი 15%-ით პარტია „ჰლასი“ იკავებს. „სოციალ დემოკრატების“ ლიდერი რობერტ ფიცო რადიკალური ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. ის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრეა და ევროკავშირს ამერიკის მარიონეტად, პრეზიდენტ ჩაპუტოვას, კი ვაშინგტონის ამერიკის აგენტად მოიხსენიებს.
