„ქართული ოცნების“ 11 წელი
ზუსტად 11 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება დაამარცხა, და ქვეყნის მმართველობაში მოვიდა. ეს იყო პირველი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ამას წინ უძღვოდა მრავალწლიანი პოლიტიკური დაპირისპირებები იმდროინდელ ხელისუფლებასთან. არჩევნების შედეგები აღიარა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ისე მისმა მონაწილე ყველა მხარემ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს კახა კალაძე და წერს, რომ 1-ელი ოქტომბერი გამორჩეული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამ დღეს გაიმარჯვა ქართველი ხალხის ნებამ და სურვილმა, ებრძოლა უკეთესი მომავლისთვის და ეშენებინა სახელმწიფო, სადაც მთავარი და უმთავრესი ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ამ გამარჯვებაში, ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობს.
