საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია
დღეს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებია. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 8 საათზე დაიწყო. უმეტეს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. შუალედური, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. როგორია მოქალაქეთა აქტივობა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
