შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. მე-10 საიუბილეო სეზონის გახსნის საზეიმო კონცერტი ამ წუთებში მიმდინარეობს. კონცერტის პარალელურად ამაზონის ტყეების უნიკალური ფოტო გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილია მდინარისა და ტროპიკული ტყეების ექსკლუზიური კადრები. ფესტივალი 8 ოქტომბერს დაიხურება. 9 დღის განმავლობაში ბათუმი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი იქნება. ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტები ყოველდღე გაიმართება. იგეგმება მასტერკლასებიც ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომელსაც ლეგენდალური მაესტრო მიშელ სოგნი ჩაატარებს
