პრემიერი მიტროპოლიტ შიოს წიგნის წარდგენას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს წიგნის წარდგენას დაესწრო. წიგნი ასახავს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებას. წიგნი გამოიცა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით