სამოქალაქო არეულობის გეგმა
ვინ და რა მიზნით ჩამოიყვანა სერბეთიდან „გამოცდილი" ტრენერები საქართველოში. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, რევოლუციისთვის, ახალგაზრდების მომზადებაში არიან მხილებულნი. ჯერ თქვეს, რომ ილიაუნის მოწვევით ჩამოვიდნენ, რაც უნივერსიტეტმა უარყო. ბოლოს „იუესაიდმა“ დაადასტურა, რომ ტრენერები, მათ მოიწვიეს თბილისში. დაბნეულობის და ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებების შემდეგ, „კანვასის“ სერბმა ლოდერებმა საქართველო დატოვეს. მანამდე კი ტრენერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა, საქართველოში შესაძლო დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის საქმეზე. გამოძიება გრძელდება. ამ თემაზე დასმული შეკითხვები უკვირს, „კანვასი საქართველოს“ დირექტორს, რომელიც არ მალავს, რომ ორგანიზაცია კმარას წევრია. გიორგი მელაძე ამტკიცებს, რომ ეხმარებიან ახალგაზრდებს გაიაზრონ, მათ წინაშე მდგარი გამოწვევები