ტრამპმა ბაიდენს დასცინა
დონალდ ტრამპმა ჯოზეფ ბაიდენს დასცინა. კალიფორნიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას მან მოქმედი პრეზიდენტის პაროდია შეასრულა. აქცენტი მან ბაიდენის მენტალურ შესაძლებლობებზე გააკეთა. 80 წლის ჯოზეფ ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია. ბოლო დროს ის ხშირად ეცემა ან სცენაზე ორიენტაციას კარგავს, რაც მედიის ყურადღების მიღმა არ რჩება
