ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს
ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს. აცხადებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი. მისივე თქმით, მთავრობასა და ფერმერთა საინიციატივო კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უკრაინიდან მზესუმზირის იმპორტის აკრძალვას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს. ამის შემდეგ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის თესლისთვის უნდა ამოქმედდეს ლიცენზირების რეჟიმი, რომელიც უკრაინამ შესთავაზა ევროკომისიასა და მეზობელ ქვეყნებს შიდა ბაზრების დასაცავად
