ნდობის ჯგუფში შალვა ლომიძეს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს მოუსმინეს. სამსახურის უფროსმა ჯგუფის წევრებს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია წარუდგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მეორე მოსმენა, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს დაეთმო. ფინანსთა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა კანონმდებლებს ბიუჯეტის პროექტის ის დეტალები წარუდგინეს, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო ფორმატში არ განიხილება
