სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე სერბეთის სამი მოქალაქის გამოკითხვა გვიან ღამე დასრულდა
გამოკითხულებმა შენობა ადვოკატებთანე ერთად დატოვეს. უფლებადამცველებმა თქვეს, რომ მათი დაცვის ქვეში მყოფებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, შესაბამისად მიმდინარე გამოძიებაზე ვერ ისაუბრებენ. თუმცა ერთ-ერთმა ადვოკატმა თქვა, რომ საქმე აბსურდულია. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოი უსაფრთხოების სამსახურის ხმაურიანი ინფორმაციით ნოემბერსა და დეკემბერში სააკაშვილის გარემოცვის წევრები, მერაბიშვილის ყოფილი მოიადგილე გია ლორთქიფანიძე, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ლიდერის ორგანიზებით არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება. ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია კანვასი. სუსის ინფორმაციით კანვასის წევრები ახალგაზრდებს რევოლუციისთვის ამზადებენ. „კანვასი“ არის სერბული ორგანიზაცია, მისი წევრები, კი აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებში
