ფრირაიდერის მსოფლიო ტური თეთნულდზე
საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი იასპარეზებს. შეჯიბრება 2024 წლის მარტში ჩატარდება
