ლია ტაბიძის შემოქმედებითი საღამო
ხელოვან ლია ტაბიძის შემოქმედებითი საღამო აბრეშუმის გალერეის საგამოფენო დარბაზში. მხატვრისა და პოეტის ნამუშევრები ავტორის 92 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიფინა. საზოგადოებამ თითქმის 40 წლის განმავლობაში შექმნილი ექსპონატები იხილა. საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მანანა და მაია რომელაშვილების შემოქმედება, მათ შორის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია. საგამოფენო სივრცეში მისულმა სტუმრებმა სხვადასხვა თემატიკაზე ფერწერული, ხეზე შესრულებული და გობელენის ჯამში 100-მდე ნამუშევარი იხილა
