აჭარამ World Travel Awards-ის სპეციალური პრიზი მიიღო
აჭარამ ვოლდ თრეველ ევარდის სპეციალური პრიზი მიიღო. ის ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ტურიზმის ოსკარი მოიპოვა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმაც. ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში, კონკურენცია მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს გაუწია. ჯილდო მიიღო კოლხეთის ეროვნულმა პარკმა და მარტვილის კანიონმაც. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და ავია კომპანიები. ტურიზმის ოსკარის საიუბილეო ცერემონია ბათუმში გაიმართა. ღონისძიება მუსიკალური შოუ პროგრამით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24-ი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი ესტუმრა
