ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის რეაბილიტაცია
დიდუბის რაიონის გამგეობა თამარ მეფის გამზირზე, ნომერ 20-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, გამაგრდა შენობის საძირკველი, მონოლითური ბეტონით მოეწყო სართულ შუა გადახურვის ფილა. მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი დიდუბის რაიონის გამგებელთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო
