საშემოდგომო გაწვევა სამხედრო სამსახურში
რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევის დაწყების შესახებ. გაწვევა პირველ ოქტომბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. ჯამში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის 130 ათასი პირი დაექვემდებარება. ეს იქნება ბოლო გაწვევა, როდესაც ზღვრული ასაკი 27 წლით განისაზღვრება. 2024 წლის გაზაფხულიდან ჯარში 30 წლამდე მამაკაცების გაწვევა იქნება შესაძლებელი
