ნატოს პროექტის პრეზენტაცია
„ნატო, როგორც საქართველოს საიმედო პარტნიორი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“ - ამ სახელწოდებით ნატოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სამიზნე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სფეროს ექსპერტებსა და მოწვეულ მომხსენებლებს. მოისმინონ და განიხილონ ნატოს უახლესი სტრატეგიები, მიზნები, ინტერესები, შესაძლებლობები და ისტორია. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მოლოდინზე, ჟურნალისტების კითხვასაც უპასუხა. ალექსანდრ ვინ ნიკოვის თქმით, ნებისმიერი პროგრესი, მიღწეული ევროკავშირში ინტერგაციის გზაზე, იქნება ნატოში ინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯიც
