პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები
ხვალ, პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი, კასპის მაჟორიტარ-დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური, რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება
