მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. სასამართლო სხდომა 20 ნოემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, მამას სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადამალა
