ოპოზიციის გეგმები
ოპოზიციაში დიდი არეულობაა - ვინ წავა ან ვინ მივა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს ჯერჯერობით უცნობია. პოლიტიკაში წასვლას აანონსებს ნიკა გვარამია. ნიკა მელია კი 7 ოქტომბერს გადაწყვეტს, ახალ პლატფორმას დააფუძნებს, თუ გუნდთან ერთად სხვა ოპოზიციურ ძალას შეუერთდება. ოპოზიციაში დაწყებული დიდი არეულობა არ უკვირთ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ახლა ბრძოლა მიმდინარეობს, ვის უფრო კარგი გეგმა ექნება დესტაბილიზაციისთვის
