ნიუ-იორკში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
ნიუ-იორკში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ქალაქის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ამ დრომდე შეჩერებულია მატარებლების გადაადგილება მეტროპოლიტენის ოთხ ხაზზე. სხვა მონაკვეთებზე მგზავრთა გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. დატბორილია ქალაქის ქუჩები, პარკები და გზატკეცილები. განსაკუთრებით რთულია ვითარება მანჰეტენში, ბრუკლინსა და ქუინსში. წყალდიდობის გამო დახურულია ლაგუარდიას აეროპორტის ტერმინალი. შეფერხებით სრულდება ავიარეისები კენედისა და ნევარკის საერთაშორისო აეროპორტებშიც
