აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება
ლაჩინის სასაზღვრო, საკონტროლო პუნქტზე აზერბაიჯანელებმა ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევონ მნაცაკანიანი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. დაკავებულის ამჟამინდელი ადგილ სამყოფელი უცნობია. მანამდე აზერბაიჯანელებმა ყარაბაღის ე.წ. „სახელმწიფო მინისტრი“, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი და არმიის მეთაურის მოადგილე დავიდ მანუკიანი დააპატიმრეს. „როიტერის“ ცნობით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას დასაკავებელი ასობით პირის სია აქვს შედგენილი, რომლებსაც სხვადახვა ბრალდებას უყენებენ
