ალიევის განცხადება
„დადგა დრო, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე მუშაობა დაიწყოს“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ზანგილანში გამართულ ფორუმზე განაცხადა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანს კავკასიაში მშვიდობა სურს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, არჩევანი კი სომხეთმა უნდა გააკეთოს. აზერბაიჯანის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები დაცული იქნება
