აჭარამ World Travel Awards-ის სპეციალური პრიზი მიიღო
აჭარამ World Travel Awards-ის სპეციალური პრიზი მიიღო. ის ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ტურიზმის ოსკარი მოიპოვა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმაც, ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში, კონკურენცია მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს გაუწია. რაც შეეხება ბათუმს, წელსაც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ჯილდო მიიღო კოლხეთის ეროვნულმა პარკმა და მარტვილის კანიონმაც. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და ავიაკომპანიები. ტურიზმის ოსკარის საიუბილეო ცერემონია ბათუმში გაიმართა. ღონისძიება მუსიკალური შოუ პროგრამით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი ესტუმრა
