ოპოზიციის გეგმები
ვინ წავა ან ვინ მივა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვინ სად აღმოჩნდება ოპოზიციურ ფლანგზე, მმართველი გუნდისთვის საინტერესო არ არის. შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება, ასეთია “ქრთული ოცნების” ხედვა. ამ ფონზე, გიგი უგულავა სერიალების გავლენის ქვეშ კოლეგებს, სააკაშვილის დროშის ქვეშ ზომბებთან საბრძოლველად ეპატიჟება. პოლიტიკური მეთოდებით და არა სატელევიზიო ეთერიდან ბრძოლას გეგმავს ნიკა გვარამიაც. ნიკა მელია კი 7 ოქტომბერს გადაწყვეტს, ახალ პლატფორმას დააფუძნებს, თუ გუნდთან ერთად სხვა ოპოზიციურ ძალას შეუერთდება. პოლიტიკური სერიალის ახალი სეზონი დაანონსებულია.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები