თავდასხმა ელექტროსადგურზე
რუსეთის თავადაცვის უწყების მტკიცებით, კურსკის ოლქში უკრაინულმა დრონმა ელექტო ქვესადგური გაანადგურა, რის გამოც რამდენიმე რაიონს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა. უკრაინული მედია წერს, რომ თავდასხმა უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს და ეს მათ უკრაინის უშიშროების სამსახურში, წყარომ დაუდასტურა. ასევე მოიპოვეს თავდასხმის ამსახველი ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ელექტრო ობიექტზე დრონმა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩააგდო.
