2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი
2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება, რაც მისივე თქმით, 2012 წელთან შედარებით გასამმაგებულია.
