2024 წლიდან პენსიები და ხელფასები იზრდება
2024 წლიდან პენსიები და ხელფასები იზრდება. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 415 ლარი გახდება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია კი მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარი იქნება. მოიმატებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 10%-ით ხელფასები გაეზრდება პირველადი ჯანდაცვის პერსონალსა და საჯარო სექტორში დასაქმებულებს. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კი 6 მილიარდი ლარი მიემართება.