საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს
საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8%-ი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 %-ით განისაზღვრა.
