ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე, რომლის თემაც დემოკრატიის გამოწვევებს უკავშირდებოდა, შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა
ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე, რომლის თემაც დემოკრატიის გამოწვევებს უკავშირდებოდა, შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება დეზინფორმაციაზე გაამახვილა. პირველი კანონმდებლის განცხადებით, ამ ისტორიულ პროცესში, რომელიც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზას ეხება - ხელისუფლებას მუდმივად უწევს გამკლავება წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანიებთან.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
