ბრუნო მარსის კონცერტი
პირველ ოქტომბერს დინამო არენაზე ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართება. დღეს ამერიკიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი აპარატურა ჩამოიტანეს. 56 ტონა აპარატურის გამოყენებით დინამო არენაზე რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის სანახაობა გაიმართება. ბრუნო მარსის კონცერტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული ორწლიანი კამპანიის, „სტარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში წელს ბოლო ღონისძიება იქნება
