პრემიერი: სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა ბიუჯეტიდან, მე არც ჩემი შვილის არც, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრისთვის, არც ერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან, ეს არის მთავარი განსხვავება
პრემიერი აცხადებს, რომ არასოდეს უსარგებლია ბიუჯეტით და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რითაც წინა მმართველობისაგან განსხვავდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის და მისი შვილის ამერიკაში გამგზავრების შესახებ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
