რთველი 2023 - პრემიერი კახეთში
რთველი 2023 - მოსავლის აღება და ჩაბარება წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურმა რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრა გამართა. ითქვა, რომ 170 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია, მევენახეებმა კი 200 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. პრემიერ-მინისტრი შტაბის მუშაობას დეტალურად გაეცნო და ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ღვინის ქარხანასაც ეწვია
