ნუგზარ წიკლაური „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს
ნუგზარ წიკლაური „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ პარტიამ ყველა მიმართულებით განიცადა რეგრესი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ მძიმე ვითარებას წიკლაური ახალ თავმჯდომარეს და პარტიის ახალ მენეჯმენტს უკავშირებს. ნუგზარ წიკლაური აკრიტიკებს ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის საერთო იდეასაც, საუბარია გამარჯვების პლატფორმაზე
