პრემიერ-მინისტრის განცხადება
„უვიზო რეჟიმი და ფრენის აღდგენა რუსეთის პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. ის კი, რაც დღეს სერგეი ლავროვმა თქვა, ფაქტის კონსტატაცია“ - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც მთავრობასთან გაფორმდა. კერძოდ, ლაპარაკია ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტოზე, რომელიც თანხმობას აძლევს შესაბამის რუსულ კომპანიებს
