პრემიერი: აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია
„ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ვიზიტი შეაფასა. ხაზი გაუსვა იმ შეხვედრების მნიშვნელობას, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში შედგა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომელთანაც საუბრის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ასევე ამერიკის ახალ ელჩზეც, რომელიც საქართველოში მალე ჩამოვა
