საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ პროგრამის განახლებას, რომელიც ზაფხულის შემდეგ შეჩერებულია, ხელისუფლება წლის ბოლომდე ელოდება. პროგრამის შეჩერება დაკავშირებულია, ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებთან. სავალუტო ფონდის პროგრამის მიხედვით, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ნებისმიერი ცვლილება სავალუტო ფონდთან შეათანხმოს. როგორც ჩანს, კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება, ფონდმა შეთანხმების დარღვევად შეაფასა.
