ირაკლი შოთაძემ IAP-ის კონფერენციის სესია გახსნა
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ლონდონში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 28-ე კონფერენციის სამუშაო სესია გახსნა. პლენარული სესიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურორები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის მიერ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაცია მიაწოდა.
