ჩინეთის ეროვნული დღე
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის კულტურაზე, ისტორიასა და მიღწევებზე გაამხვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო - თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებითა და პროგრესული მისწრაფებებით - აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს.
