18-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების გადამზადება დაიწყო
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 18 მეტრიანი ავტობუსების მართვისთვის “ე“ კატეგორიის მოწმობის მისაღებად, მძღოლების გადამზადება დაიწყო. პარალელურად, 8, 10 და 12 მეტრიანი ავტობუსების მძღოლებისთვის ვაკანსია გამოცხადდა. საუბარია 400 სამუშაო ადგილზე. თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსები 2024 წლიდან ეტაპობრივად შემოვა, უკვე შესყიდულია 160 ერთეული ავტობუსი.
