პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
„უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ“ - სოხუმის დაცემის თარიღს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი წარმატებები ელის იმ ეროვნული მიზნების მიღწევაში, როგორიცაა სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეროვნული ერთიანობის აღდგენა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაცია.
