ყარაბაღში შექმნილი ვითარების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეფონით კიდევ ერთხელ ისაუბრეს
ყარაბაღში შექმნილი ვითარების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეფონით კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევმა ენტონი ბლინკენს დაუდასტურა, რომ რეგიონში სამხედრო მოქმედება აღარ იქნება.
