გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, 35-მდე კომპანიის 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი - საბანკო, ფარმაცევტული, სამეწარმეო, სასტუმრო, სარესტორნო და გაყიდვების მიმართულებით.
