გერმანული სამხედრო დახმარება უკრაინას
გერმანიის მიერ უკრაინაში სამხედრო დახმარების სახით გაგზავნილი შეიარაღების ნაწილი მოძველებული იყო, ან არ მუშაობდა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანა-ლენა ბერბოკმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენს“ განუცხადა. ცოტა ხნის წინ გერმანული მედია წერდა, რომ კიევმა გერმანიის მიერ შეთავაზებული 10 ტანკი „ლეოპარდი“ მათი ტექნიკური მდგომარეობის გამო დაიწუნა. ბერბოკის განმარტებით, ბერლინი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გერმანიის მიერ მიწოდებულ შეიარაღებას კიევი ბრძოლის ველზე ეფექტიანად გამოიყენებს. ამავე ინტერვიუში გერმანიის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, გერმანელი საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერით არ დაღლილა.
