ვანო ჩხარტიშვილის განცხადება
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. საქმე ეხება პარტია „ლელოს“ დღევანდელ ბრიფინგს. ჩხარტიშვილის განმარტებით, ბრალდება რუსულ ნავთობთან მის კავშირსა და სანქციების გვერდის ავლაზე მიზანმიმართული კამპანიაა, როგორც მის მიმართ, ასევე მთლიანად ქვეყნის მიმართ. ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, ეს არ არის პარტია „ლელოს“ მხრიდან სიცრუის ტირაჟირების პირველი შემთხვევა და ესაა, როგორც გამიზნული მავნებლობა ქვეყნის წინააღმდეგ, ისე პოლიტიკური ტრიბუნის ბიზნესანგარიშსწორებისთვის გამოყენების მცდელობა.