განახლებადი ენერგიის 6 პროექტი დამტკიცდა
მთავრობამ განახლებადი ენერგიის აუქციონში გამარჯვებული კიდევ 6 პროექტი დაამტკიცა. მათი ჯამური სიმძლავრე 44 მეგავატია. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. დარჩენილი დასამტკიცებელი პროექტების შესახებ საქართველოს მთავრობა შემდგომ სხდომებზე იმსჯელებს.
